logo
ENG



ზელენსკი ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებს "გამარჯვების გეგმას" აცნობს

17 ოქტ 202415:18
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/17/yelgwspt3uan769.jpg

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში მიმდინარე ევროპული საბჭოს სხდომაზე მის პრეზიდენტ შარლ მიშელსა და ევროკავშირის სხვა ლიდერებს ხვდება. ზელენსკი მათ "გამარჯვების გეგმასა" და მის დეტალებს აცნობს. მისივე თქმით, "გამარჯვების გეგმა" გასაღებია, რათა რუსეთმა სრულმასშტაბიანი და დამანგრეველი ომი უკრაინაში დაასრულოს.

ზელენსკიმ მედიასთან განაცხადა, რომ მის მიერ წარდგენილი გეგმის მიზანია უკრაინის გაძლიერება და დიპლომატიური გადაწყვეტის გზით უკრაინაში ომის დასრულება.

”მე ვფიქრობ, რომ ეს გეგმა არ არის დამოკიდებული რუსეთის ნებაზე, ეს მხოლოდ ჩვენი პარტნიორების ნებაზეა”, - თქვა ზელენსკიმ ევროსაბჭოს სამიტის დაწყებამდე.

შარლ მიშელის განცხადებით, უკრაინის ბედი მხოლოდ ევროკავშირშია და ბოლომდე მხარს უჭერს მის გამარჯვებას.

„ევროკავშირში ჩვენ ვართ თქვენი (უკრაინის) მხარეს იმდენი ხანი, რამდენიც საჭირო იქნება. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ გჭირდებათ მეტი სამხედრო მხარდაჭერა და მეტი ფინანსური მხარდაჭერა“, - თქვა მიშელმა მედიასთან ევროსაბჭოს შეხვედრის დაწყებამდე.

მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ "გამარჯვების გეგმა" მხარდაჭერის მოსაპოვებლად აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერებს გააცნო.

16 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას ომში "გამარჯვების გეგმა" გააცნო და მათგან მხარდაჭერა მიიღო. ზელენკის თქმით, გეგმის პირველი და მნიშვნელოვანი პუნქტი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაა.


close დახურვა